დასახელდა ავტომობილების 12 ბრენდი, რომელთა მოდელებიც ყველაზე არასანდოა
1737054205
რუსული სანავთობო ტანკერი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით 4,300 ტონა მაზუთი გადაჰქონდა, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. ტანკერის ჩაძირვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა უსაფრთხოების სტანდარტების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
„არსებობს თუ არა საფრთხე, მოაღწიოს დაბინძურებამ აჭარის სანაპირო ზოლზე?“ – ამ თემაზე „პრაიმტაიმთან“ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე საუბრობს.
„შავი ზღვის დინება ზამთრის პერიოდში არის განსხვავებული, ცირკულარულად მოძრაობს ჩვენი სანაპიროსკენ. ამიტომაც სერიოზული პრობლემები შეექმნა უკრაინას, მაგრამ ჩვენსკენაც მოდის. კრასნოდარში ნავთობი გამოჩნდა.
ჩვენ ვვარაუდობთ, უბრალოდ, რადგან ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, რა ოდენობის ნავთობი დაიღვარა, არ გვაქვს. ორი ფრაქცია იყო: ერთი ნავთობის მსუბუქი ფენა და მეორე მაზუთი. მაზუთს აქვს თვისება, რომ იძირება, მაგრამ რაღაც მომენტში შტორმების დროს გამოდის ნაპირზე. თუ რუსეთის ფედერაცია ვერ მოახერხებს ლოკალიზაციას, ჩვენ საფრთხე გვაქვს ამ შემთხვევაში და შესაძლოა, აფხაზეთის სანაპიროზე გვქონდეს გარკვეული გამოვლინება.
დანარჩენ ტერიტორიამდე, სავარაუდოდ, ვერ მოაღწევს, თუ არ მოხდა თევზის დაბინძურება, ამ დაბინძურებული თევზით იკვებება დელფინები, ამიტომ დელფინებშიც შეიძლება იყოს მსხვერპლი. ჩვენს ხელთ არსებული სატელიტები ზუსტი პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა. ინფორმაცია მაინც არ არის ღია რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.