1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დამითმია ბურთი და მოედანი "ბლოგერებისთვის" - იმედი მაქვს, ღირებულს და პროდუქტიულს შექმნიან რამეს, - ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საკუთარ ფეისბუქ გვერდს ვაუქმებ ამ ეტაპზე. რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ალბათ, მისახვედრია ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი. ჩემს პაციენტებს ვთხოვ კომუნიკაცია გქონდეთ ვაიბერის და ვოთსაფის საშუალებით. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში უამრავ ადამიანს უჭირს და სჭირდება დახმარება. ამ 3 წლის განმავლობაში უამრავი უფასო კონსულტაციის გაწევა შევძელი, რითაც ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა. სამწუხაროდ, ამას ვეღარ შევძლებ მომავალში, დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც, ეს ნამდვილად სჭირდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ. დამითმია ბურთი და მოედანი "ბლოგერებისთვის" - იმედი მაქვს, ღირებულს და პროდუქტიულს შექმნიან რამეს,“ - წერს ზაზა თელია.