1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ქართველმა ექიმმა სიკვდილს კიდევ ერთი სპორტსმენი გადაარჩინა. ეკვადორში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება დაკარგა, მსაჯის მიერ გამოძახებული სამედიცინო პერსონალი კი დაიბნა.
მოულოდნელად ტატამზე ქართველი ექიმი გამოჩნდა, რომელმაც ძიუდოისტ გოგონას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა. ჩაიმა სიდაუი ახლა თავს კარგად სწორედ ზურაბ კახაბრიშვილის წყალობით გრძნობს.
ოლიმპიური ნაკრების ექიმს საკუთარ გმირობაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა "კურიერს" ეკვადორიდან ინტერვიუ მისცა.
„ალბათ 30-ჯერ მაინც დავხმარებივარ ბრძოლის ადგილას ადამიანებს. ეს ყველაფერი ხდება ინსტინქტურად. ამას გააკეთებს ყველა ექიმი, ვისაც მსგავსი პრაქტიკა აქვს გავლილი.
დამჭირდა ენის დაჭერაც და ხელოვნური სუნთქვაც იმიტომ, რომ ვერ გამოგვყავდა რამდენიმე წუთი უგონოდ იყო. დაგვეხმარნენ შემდეგ იქაც. ტკივილი ვერ დავადგინეთ საიდან იყო და ბოლოს მივხვდი, რომ დაცემის მომენტში ხერხემალზე იყო ტრავმა“,- ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი.
ექიმზე ასევე საუბრობს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დირექტორი, გიორგი ჭანიშვილი, რომელიც მოვლენას შეესწრო.
როგორც ჭანიშვილი ამბობს, ზურაბს ადამიანები თვითმფრინავშიც ბევრჯერ გადაურჩენია.
„მეც შემსწრე ვარ, თვითმფრინავში გადაურჩენია არაერთი ადამიანი, ანუ ცაში, დედამიწის სხვადასხვა ადგილას. მე მინახავს ყველა პანიკაში და ამ დროს ზურა ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. ასეთი ადამიანის ყოლა გუნდში ძალიან დიდი ფუფუნებაა“,- აღნიშნავს გიორგი ჭანიშვილი.