1728846029
ცოლს რამდენჯერაც დავაკვირდი, იმდენი შვილი მეყოლა - ზურაბ კახაბრიშვილი
ცოლს რამდენჯერაც დავაკვირდი, იმდენი შვილი მეყოლა, - ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა.
„4 შვილი მყავს. მეუღლე, თამარ ხახუტაიშვილი, ქიმიკოსი იყო, ახლა კი შვილების დევნაშია. 2 ბიჭი და 2 გოგო მყავს. შექსპირიდან ნასწავლი მაქვს – ერთი ნახვით სიყვარულის წამალი ის არის, მეორეჯერ კარგად რომ დააკვირდეო. პირველად რომ დავაკვირდი, ერთი შვილი გაჩნდა, მეორედ – მეორე და ასე, ყველა შეჯიბრიდან დაბრუნებულს მოტივაცია მქონდა, კიდევ გაჩენილიყო შვილი. ბედნიერი მამა ვარ“, - ამბობს ექიმი „სარკესთან“.