რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
პოლონეთში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება მწვავდება. მხარეები ერთმანეთს საკონსტიტუციო ტრიბუნალზე ზეწოლასა და მასზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ. კრიზისის მიზეზი ტრიბუნალის მოსამართლეების დანიშვნისა და უფლებამოსილების საკითხია. დონალდ ტუსკის კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტმა ტრიბუნალში ახალი მოსამართლეები აირჩია. თუმცა პრეზიდენტმა მათგან ფიცის მიღებაზე უარი თქვა.
პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია და პროცესში პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ხედავს:
"როდესაც საჭირო იყო გვერდის ავლით ფიცის უკანონოდ დადების ორგანიზება, თაობებისთვის მილიარდობით ვალდებულების აღება ან ერთსქესიანი წყვილებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, მაშინ მმართველ გუნდს ჩემი მხარდაჭერა არ სჭირდებოდა.ახლა კი პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ვხედავთ. ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია. ახლა კი ისეთ ვითარებას ვუახლოვდებით, როდესაც ყველაფრისთვის საკმარისი თანხა აღარ გვექნება. ეს მცდარი პოლიტიკის შედეგია და ამისთვის მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ." - აცხადებს კაროლ ნავროცკი.