დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ამ წესს დაარღვევს - ნახეთ, დეტალურად

მძღოლი

ივნისიდან ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. პირველ ეტაპზე კანონი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამოქმედდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები საპილოტე რეჟიმში გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებას გააჩერებენ და შეამოწმებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ტარიელ ირემაძის თქმით, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით დაჯარიმდება.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზეა.

ვაჟა იორდანიშვილის განმარტებით,  დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და ასე თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან ის ავტომობილები, რომლებიც გამონაბოლქვის ჭარბ რაოდენობას გამოყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც თვეების სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, სრულად განკურნეს

👉 ლარი ისევ გაუფასურდა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

👉 ზოდიაქოს ეს ნიშნები 2023 წლის ივნისში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

👉 VIDEO: „საბედისწერო სიმღერა“ - გავრცელდა დიანა ღურწკაიას ვიდეო, რომელიც თბილისშია გადაღებული