როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
1765138585
დაბრაწული პროდუქტები ხშირად არ უნდა მიირთვათ, - ამის შესახებ სამედიცინო გადაცემაში „პირადი ექიმი“ მარი მალაზონია საუბრობს.
მისი თქმით, ზედმეტად დაბრაწული პროდუქტი გამოიმუშავებს ისეთ ნივთიერებას, რომელიც კიბოს რისკს ზრდის.
„პურის დათვალიერებისას, ალბათ დაჰკვირვებიხართ, რომელ ნაწილზე წაგიცდებათ ხოლმე ხელი მოსატეხად, რომელიც უფრო თხელი, დაბრაწული და კნატუნაა. პურის ასეთი ნაწილი ყოველთვის უფრო მოგვწონს. უფრო მეტიც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაშინაც კი, როცა პური არ არის დაბრაწული, მოგვეფიქრებინა მოწყობილობები, რომლის დამსახურებითაც, მას შევწვავთ და დავბრაწავთ.
რა არის ამაში ცუდი და რისკის შემცველი, როცა ეს ყველაფერი გემრიელია?! სწორედ ამ დაბრაწულ ნაწილებში შეიძლება დაგროვდეს ნივთიერება, სახელად აკრილამიდი. სწორედ აკრილამიდის დამსახურებით, ამ პროდუქტში აღმოჩნდება კანცეროგენული ნივთიერება, კიბოს რისკის ზრდას რომ უწყობს ხელს.
რა თქმა უნდა, ერთხელ დაბრაწული პურის მირთმევა, ან ხანდახან დაბრაწული ნაწილის მირთმევა, გნებავთ პურის, გნებავთ შემწვარი პროდუქტისა, ადამიანის ორგანიზმში სიმსივნურ დაავადებას არ წარმოქმნის, მაგრამ თუ თქვენ სისტემატურად, უკიდურესად დაბრაწულ პროდუქტებს მიირთმევთ, თითქმის დამწვარ პროდუქტებს მიირთმევთ და ეს გსიამოვნებთ, სწორედ აკრილამიდი არის ის რისკის პროდუქტი, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს ჩვენს რაციონში,“ - ამბობს მარი მალაზონია.