2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
„თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:
ყელის, თავის ან წელის ტკივილი;
სურდო;
ზომიერი ცხელება;
ხველა;
ღამით ოფლიანობა;
საერთო სისუსტე
დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენეთ პირბადე.
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივცრეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე.
გახსოვდეთ, ინფექციის გავრცელების შეჩერება თქვენს ხელშია! დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანებისა და გარშემომყოფების ჯანმრთელობა!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.