რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 34 წლის კაცია დაკავებული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები ონისე ნაცვლიშვილი, სამართალდამცველებმა, წუხელვე დააკავეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108- ეუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს, 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, დაჭრის ფაქტი, სოფელ კარდენახში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ნაცვლიშვილმა ყოფილი სიმამრი, 63 წლის გიორგი საჩეჩელაშვილი ხანჯლით დაჭრა.
დაჭრილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი