ჩვილები უკვე მუცლადყოფნისას არჩევენ გემოებს და მწარე საკვებზე იჭყანებიან - კვლევა

ორსული

დურჰამის უნივერსიტეტის (Durham University) მკვლევრებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიების გამოყენებით უპრეცედენტო რამ დააფიქსირეს: ნაყოფი დედის მიერ მიღებულ საკვებს მუცელშივე „აგემოვნებს“ და მასზე მკვეთრ ემოციურ რეაქციას გამოხატავს.

მეცნიერები დააკვირდნენ ორსულ ქალებს ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. ნაყოფის მიმიკები 4D ექოსკოპიით ჩაწერეს და აღმოაჩინეს, რომ ბავშვები გემოს ამნიოტური (სანაყოფე) სითხის ყლაპვისას გრძნობენ.როდესაც დედა სტაფილოს (ტკბილ გემოს) ჭამდა, ულტრაბგერაზე ნაყოფი ღიმილის მსგავს სახის გამომეტყველებას იღებდა. ხოლო როდესაც დედა ბრიუსელის კომბოსტოს (მწარე გემოს) მიირთმევდა, ჩვილი თითქმის მომენტალურად იჭყანებოდა და ტირილის მსგავს მიმიკას აკეთებდა.კვლევამ დაამტკიცა, რომ  გემოვნებით უპირატესობებს დაბადებამდე ბევრად ადრე ყალიბდება. დედის რაციონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რამდენად პრეტენზიული იქნება ბავშვი საკვების მიმართ მომავალში.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორსულობისას ჯანსაღი ბოსტნეულის რეგულარული მიღებით შესაძლებელია ბავშვს მუცელშივე „შეუყვარდეს“ ჯანსაღი კვება, რაც შემდგომში ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას გააადვილებს.ეს პირველი ექსპერიმენტული მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვილები ჯერ კიდევ დაბადებამდე რეაგირებენ სხვადასხვა სუნსა და გემოზე.