ზუგდიდში გარდაცვლილ დებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პოლიცია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 60 წლის ტყუპი დები, ასევე უფროსი და - ნაირა, დალი და ლორიტა როგავები.

ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.

გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით.