პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში საწვავზე ფასების შემცირების საკითხზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული მოლოდინის გათვალისწინებით, დაახლოებით 1 თვის ვადაში ევრო-რეგულარის ფასი 2 ლარის ფარგლებში იქნება.
"აქ [საწვავის ფასებზე] უფრო მეტად შეიძლება კონკრეტული ვიყოთ იმიტომ, რომ სასურსათო პროდუქტებზე როცა ვსაუბრობთ, იქ ათეულობით და ასეულობით დასახელებაა პირველადი პროდუქციის, ხოლო შემდგომ გადამუშავების ათასობით დასახელება, რომელიც სხვადასხვა მწარმოებლის და სხვადასხვა ბრენდის ქვეშ იყიდება, ამიტომ, იქ უფრო რთულია კონკრეტული რიცხვის თქმა.
ამ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინია, რომ ევრო-რეგულარის ფასი 2 ლარს უნდა ჩამოსცდეს, ეს აბსოლუტურად რეალისტურია. ყოველ კვირა იქნება ფასების გაიაფება. ჩვენი მოლოდინია რომ ამ კვირის ბოლოს კიდევ 10 თეთრით გაიაფდება ფასი. რატომ არა მყისიერად, მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს ეს კითხვა - იმიტომ რომ სხვადასხვა დროს შემოტანილი მარაგები სხვადასხვა ფასისაა და ეს რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აისახება. 1 თვის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი იქნება 2 ლარის მიდამოებში.
თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლება გაგრძელდა და ჩვენს იმპორტიორებს საშუალება ექნებათ უფრო იაფი საწვავის შემოტანის, შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს ფასების კლება," - განაცხადა დავითაშვილმა.