ჩინეთში, ქალაქ ვუშში, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქართველმა ხელოვანმა, 18 მეტრიანი კინეტიკური ქანდაკება დადგა

წიკლაი

"ქართველი ხელოვანის, თამარ კვესიტაძის მსოფლიო აღიარება!"- ინფორმაციას ამის შესახებ ვარლამ წიკლაური ავრცელებს. 

"ჩინეთში, ქალაქ ვუშში, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქართველმა ხელოვანმა, 18 მეტრიანი კინეტიკური ქანდაკება დადგა. ყოველ ღამე, 8 საათზე იწყება პერფორმანსი, რომლის სანახვად ათასობით ადამიანი იკრიბება. ლაზერ შოუ, ასობით დრონი და ჩინურ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივები, საოცარი სანახავია!თამარის ნამუშევარი უკვე ნახა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა. თამარი მსოფლიოს უყვება საქართველოზე",-წერს ჟურნალისტი.