„ძალიან მიჭირს ამის დაწერა... ჩემო ძვირფასო, ბერიკ, უცბად ყველაფერმა იცვალა ფერი...“ - ზურა ბერიკაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

ზურა ბერიკაშვილი

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

„ვააააახ ზუროოოო, ეს რა გაგვიკეთეეე, მშვიდობით მეგობაროოო, როგორი იმედი მქონდა რომ ისევ დაგვიბრუნდებოდი, ძალიან მიჭირს ამის დაწერა, ნათელში გამყოფოს ღმერთმა, ვუსამძიმრებ ოჯახს კოლეგებს და სრულიად საქართველოს, ამ დიდ მწუხარებას“

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ავრცელებს მსახიობ ზურა ბერიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მას ემშვიდობება.

„კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის….“

„ბერიკ, ჩემო ოქროს ბიჭო, ჩემო განსაკუთრებულო“

„ჩემო ერთგულო, კეთილო, ნიჭიერო, მხიარულო, გულიანო მეგობარო, ჩემო ძვირფასო, ბერიკ. უცბად ყველაფერმა იცვალა ფერი. ძალიან მომენატრები. მადლობა ყველაფრისათვის. შეხვედრამდე“,-წერს თინა კახაძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა. ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ.