“ტანსაცმლის ბაზრობა იწვის” - რა ხდება ამ წუთებში ვაგზალზე
1745986445
მომღერალ, ირმა სოხაძის შვილი, ასოცირებული პროფესორი და დოქტორი, ნატა ასათიანი, ჟურნალ „სარკეს ესაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ დედამთილს ემადლიერება.
თქვენს შემთხვევაში არ ამართლებს სტერეოტიპი, რომ ქალს ოჯახური ცხოვრება წარმატებულ კარიერაში ხელს უშლის.
– მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა ერთი კონკრეტული მიმართულებით – ეს არის ჩემი დედამთილი. რისთვისაც მიმიღწევია, რა სიგელი თუ სერტიფიკატი მომიპოვებია, ნახევარი ჩემს დედამთილს ეკუთვნის. რომ არა ასეთი დიდი მხარდაჭერა, ვერ იქნები წარმატებული ერთდროულად კარიერაშიც და ოჯახშიც.
როგორც ამბობენ, ყველა ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ასეც შეიძლება შევცვალოთ – ყველა ძლიერი ქალის უკან ასეთივე ძლიერი ქალია, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ქალები არიან დედამთილი და დედა, რომლებიც ძალიან მეხმარებიან იმაში, რომ ვიყო წარმატებული საქმეში.