„ღამე არ გავა გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული...“ - მარიამ მდივანი ტრაგიკულად დაღუპულ ძმაზე
1745999996
დღეს პარლამენტი, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, 18 კანონპროექტისგან შედგება. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა საქართველოდან მის გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურით ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, ახლებურად დარეგულირდება ცალკეული საკითხებიც. ასევე, გაიზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს.
დაიხვეწება უცხოელისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციებიც. შემცირდება თავშესაფრის საკითხის განხილვისა და გასაჩივრების ვადები.