„ჩემი გული შენთან დარჩა და მე აქ მხოლოდ სხეულით დავრჩი" - ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

ლიკა კუჭუხიძე

ლიკა კუჭუხიძე, რომელიც 25 ოქტომბერს სამტრედია-აბაშიძის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაშავდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ავარიის შედეგად გარდაცვლილ მეუღლეს მიმართავს. 

„ღამეა…
ყველას სძინავს, მაგრამ მე ისევ შენთან ვლაპარაკობ ჩუმად.
სიბნელეში შენი სახე უფრო ნათლად ჩანს,
სიჩუმეში შენი ხმა უფრო ძლიერ მესმის.
ვარსკვლავებს ვეჩურჩულები შენს სახელს,
თითქოს იქიდან მიპასუხებ.
შენი ღიმილი ისევ ჩემი სინათლეა,
შენთან მოგონებები კი ჩემი სუნთქვის ნაწილია.
როგორ მენატრები ბაჩი…
ღამე ყველაზე მეტად მაგრძნობინებს,
რომ ჩემი გული შენთან დარჩა და მე აქ მხოლოდ სხეულით დავრჩი",- წერს კუჭუხიძე.