„ჩემი გმირი შვილიშვილი ბოლოს სოფელში 5 წლის წინ იყო“ - აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა

გარდაცვლილი

აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი , სოხუმელი 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა.
იგი სავარაუდოდ კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

არსებული ინფორმაციით, ბიგვავა დაღუპვამდე ჯერ თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა.

შემდეგ კი ტერიტორიის პატრულირებისას, აფეთქება მოხდა. ტატო ბიგვავა ოჯახს ბოლოს 7 მაისს ესაუბრა. მისი ნათესავები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.

„ჩემი გმირი შვილიშვილი,ბოლოს სოფელში 5 წლის წინ იყო",-ამბობს ბებია.

ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა და დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

ბიგვავას ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია როდის მოხერხდება იქიდან მისი გამოსვენება.

ავტორი: თეა შონია