პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თამარ ჩუბინიძე-სოფრომაძე - ეს ქალბატონი 116 წლისაა.
ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ შუამთაში იგი 80 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ქმარი 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს დაეღუპა, როცა მეორე შვილზე იყო ორსულად. მას შემდეგ აღარ გათხოვილა. დაქვრივებულმა გაზარდა ორი ქალიშვილი და, შვილებს რომ უმამობა არ ეგრძნოთ, ძალ-ღონეს არ იშურებდა.
,,80 წლის ვარ და ძალიან მეამაყება, ასეთი კოპწია დედა რომ მყავს. ჩემი შვილიშვილები თბილისიდან ხშირად ჩამოდიან, უყვართ ბებიასთან ყოფნა, ჩახუტება, ფოტოების გადაღება. ამით ძალიან ბედნიერები არიან”, – უთხრა ,,სარკეს”დალი ჩუბინიძემ.
თუ როგორ ცხოვრობს თავად 116 წლის ქალბატონი, ამის შესახებ თავად ჰყვება:
„ჩემი ერთი შვილი დაიღუპა. მყავს 10 შვილიშვილი და ბევრი შვილთაშვილი.. ჩემი დილა აუცილებლად იწყება ფინჯანი ყავით, რომელსაც მომართმევს ჩემი ქალიშვილი. მანამდე კი ვივარცხნი და ვიწესრიგებ თმას. ძალიან მიყვარს სარკეში ჩახედვა. ასევე მიყვარს მანიკიურის გაკეთება.
ლამაზი ქალი ვიყავი. ჩემი მეუღლეც მაგარი ლამაზი ვაჟკაცი იყო. სადღაც მივდიოდი, ცხენით ჩამოიარა და მოვეწონე. მალევე ცხენით მომიტაცა. 4 მაზლი მყავდა და ისინიც ომში დაიღუპნენ. ცნობა ჩამომივიდა, შენი ქმარი ასე დაიღუპაო. რა უნდა მექნა, გავაგრძელე შვილების გაზრდა, ოჯახი აღარ შემიქმნია… კიდევ ცოტა ხანი მინდა სიცოცხლე. მინდა, შვილით, შვილიშვილებით და შვილთაშვილებით დავტკბე...“,- ამბობს თამარ ჩუბინიძე.