ჩეკების დაწვის რიტუალი ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად - ჩაატარეთ 15 ივლისს

ჩეკების დაწვა

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში, ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად,  ჩეკების დაწვის რიტუალს გვიზიარებს:

„ჩეკების დაწვის რიტუალი ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად  - ჩაატარეთ დღეს 15 ივლისს

ითვლება, რომ ჩეკების დაწვისას გათავისუფლდება დაგროვილი და შეჩერებული ფულადი ენერგია, რომელიც შესაძლოა საჩუქრების, ბონუსების, ფასდაკლებებისა და მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობების სახით დაგიბრუნდეთ.
რიტუალის წესები:
  ჩაატარეთ მხოლოდ ოთხშაბათს მერკურის დღეს;
  მზარდი მთვარის პერიოდში  
როგორ მოემზადოთ:
1. შეაგროვეთ მაღაზიების, ტრანსპორტისა და სხვადასხვა შენაძენის ჩეკები, ქვითრები და ბილეთები მოათავსეთ პატარა ყუთში ან ჩანთაში.
2. აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი ან რიტუალი ღია სივრცეში ჩაატარეთ.
3. ჩეკებს ფრთხილად მოუკიდეთ ცეცხლი.  
სამჯერ წარმოთქვით:
  „ჩეკებს ვწვავ სიმდიდრეს მოვიხმობ.“
  „ჩეკებს ვწვა სიმდიდრეს ვამრავლებ.“
  „ჩეკებს ვწვავ სიმდიდრეს ვაძლიერებ.“
დაე, ყველა დახარჯული თანხა გაზრდილი სახით დაგიბრუნდეთ!"