მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის
1784105500
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებას და ის ელისაშვილის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილის თქმით, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის დამატებით აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ჰქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან.
„ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია. სხვათა შორის, მანიპულირებდა, თითქოს მე ვთქვი, რომ მან იარაღი იყიდაო, ამას აბრალებსო. მე ვთქვი, რომ მისი განცხადება იყო, რომ ეყიდა. სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ის ფიქრობდა ხელში აეღო ტყვიამფრქვევი, დახვედროდა მოსამართლეებს, პროკურორებს და ჩაეცხრილა. ეყიდა არ თქვა, მაგრამ არ ვიცი, სახლში თუ უდევს ტყვიამფრქვევი, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. კიდევ ერთხელ, ნაცვლად იმისა, რომ მათ შორის, ამ ადვოკატს ემოქმედა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებით და უარესი განცხადებები არ ეკეთებინა სასამართლოში, საიდანაც დამატებით იმუქრებოდა ალეკო ელისაშვილი. სჯობდა აეხსნა დამატებით, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ჰქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან. ის დანაშაული, რაც დაადასტურა სასამართლომ, ამას რომ მოჰყვებოდა სასჯელი მე მგონი თვითონაც კარგად ხვდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.