„ჩახუტებულები ერთად ვიყავით, მე ქართულად ვლოცულობდი, ის თურქულად“ – ქართველი ემიგრანტი თურქეთიდან

თურქეთიდან

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15,000-სს აჭარბებს. 62 000-ზე მეტი დაშავებული, 6000-ზე მეტი დანგრეული შენობა და ჯამში 13 მილიონზე მეტი დაზარალებული - ასეთია სტიქიის ბოლო სტატისტიკა.

ქართველი ემიგრანტი ლია მაისურაძე მომხდარის შესახებ საუბრობს. 

„მიწისძვრა რომ მოხდა, შევედი [მოხუცთან] და ჩახუტებულები ერთად ვიყავით, მე ქართულად ვლოცულობდი, ის თურქულად... როგორ დავტოვო? ლამის ზურგზე ავიკიდე, ისე გამოვიყვანე“, - ემიგრანტი ლია მაისურაძე თურქეთიდან „ფორმულასთან“.