„ქართველი ემიგრანტები შეშინებულ მოხუცებს მარტო არ ტოვებენ, სინდისი არ მიშვებსო...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან

მიწისძვრა თურქეთში

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის 10 პროვინციაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, ეს დრო დასჭირდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისა და აღდგენითი სამუშაოების სწრაფად განხორციელებას. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ სტიქიის ზონაში საქართველოს სამი მოქალაქე ნანგრევებში მოყოლის შედეგად გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში  ქართველ ემიგრანტებზე თამთა ხალვაში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოდან თურქეთში მოხუცების მოსავლელად წასული ემიგრანტი ქალები მიწისძვრისგან მორყეულ სახლებში რჩებიან და შეშინებულ მოხუცებს მარტო არ ტოვებენ. ერთი ქალი ჰყვებოდა, როგორ ეხვეწებოდნენ მეზობლები სახლიდან გამოსულიყო, რადგან ის ახალგაზრდაა და ცხოვრება წინ აქვს, მაგრამ საყრდენ კედელს მიყუდებული სახლიდან ფეხს არ იცვლიდა, სინდისი არ მიშვებსო.

ქალების მიერ შესრულებულ ზრუნვისა და ემოციურ შრომას საზღვრები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არ გააჩნია. ის ნაციონალურ და პიროვნულ საზღვრებს სცდება და ზრუნვის ისეთ ფორმად გვევლინება, საკუთარ სიცოცხლესაც რომ დათმობს.“ - წერს თამთა ხალვაში.