„ამ კორპუსში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე...“ - რა ვიდეო ვრცელდება თურქეთიდან

თურქეთის ნანგრევები

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ამ დრომდე ეძებენ საქართველოს მოქალაქეს ციცო პაკელანს. 

ოჯახს მასთან კონტაქტი ბოლოს 6 თებერვალს ჰქონდა.

„ამ კორპუსში (მეორე სართულზე)იმყოფება ციცო პაკელიანი და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ამოყვანა.გთხოვთ დაგვეხმარეთ.გავაზიაროთ გთხოვთ“, - წერს ნინო პაკელანი სოციალურ ქსელში. 

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15 000-ს აჭარბებს.