ბუქარესტში, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი რუმინეთის პატრიარქმა გადაიხადა

პანაშვიდი

 ბუქარესტში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა გადაიხადა.

საეკლესიო მსახურება ნეტარმა დანიელმა საპატრიარქო რეზიდენციის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინა.

მანამდე, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუმინული ეკლესიის წინამძღვარმა თბილისში წერილი გამოგზავნა. პატრიარქი დანიელი მასში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ხაზს უსვამს იმ სიბრძნეს, რომლითაც ილია II თითქმის 50 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართველ ხალხს.