მამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად მთელი საქართველო ჭირისუფალი იყო

ნნნ

 ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.

მისი თქმით, ილია მეორე ეპოქალური პატრიარქი იყო.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო იყო ჭირისუფალი. სიონის ტაძარი რა თქმა უნდა განსაკუთრებულია, მაგრამ ამის შემდგომ ის კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული ხდება, ვინაიდან აქ მისი უწმინდესობის სხეულმა დაიდო ბინა. ძალიან გვიმძიმს ყველას ეს დღეები, მოგეხსენებათ, მისი უწმინდესობა ეპოქალური პატრიარქი იყო, მან ეპოქა შექმნა“, - აღნიშნა მამა გიორგიმ.