„ბუჩქები მეფარება და ბაღის სტუმრები ვერ მხედავენ, მე კი მათი საუბარი მესმის“... - ნახეთ რას წერს ზურა შევარდნაძე

შევარდნაძე

გარდენიას მფლობელი, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 

„ოქროსთევზებიან აუზთან წარწერა გავაკეთეთ: "ბავშვებო გთხოვთ აუზში კენჭებს ნუ ჩაყრით მუჭებით ბაღის ბილიკებიდან".

ალპინარიუმთან გვიწერია: "ბავშვებო გთხოვთ ქვებზე ნუ ახვალთ.."
ჭიშკარზე : "სამეურნეო ნაწილია, ნუ შეხვალთ!!!"

ხშირად ვზივარ ნეკერჩხლის ქვეშ, ვეიგელას ბუჩქები მეფარება და ბაღის სტუმრები ვერ მხედავენ, მე კი მათი საუბარი მესმის, გამიგონია ხშირად იქ მჯდომს:

"მიდი დედა მიდი ჩაყარე, აწერია არ შეიძლებაო.." "მიდი ბებო ადი ჩქარა გადაგიღო აწერია არ ახვიდეთ, არ შეიძლებაო.."

"შევიდეთ, შევიდეთ რა არავინ არაა" ევროპა არა ისა..“, - წერს ზურა შევარდნაძე.