„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
„გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე საწებლის რეცეპტს ამხელს.
„10 კილო წითელ პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში, 1 კილო სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება გავცხრილავთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში და გავასტერილებთ.
( გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი ) საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთან.. წამხთარ საქმეზე პურიც შეიძლება ჩააწოს კაცმა...“ - ვკითხულობთ „გარდენიას“ პოსტში.