„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
ბუბა კიკაბიძესთან ბოლო კონტაქტს „პრაიმტაიმთან“ ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ქართული სცენის დედოფალი ნანი ბრეგვაძე იხსენებს.
„მე და ბუბა ერთად ვიყავით ბაქოში, სექტემბერში. იმის შემდეგ, მე ჩემი საქმე მქონდა, ბუბასაც - სულ დატვირთული იყო და გასტროლებზე დადიოდა. უყვარდა ეს საქმე...
როდესაც ცუდად გახდა. საავადმყოფოში წაიყვანეს. მე შევუთვალე, რომ მისვლა და ნახვა მინდოდა. ამის საშუალება არ იყო, არავის უშვებდნენ.
ბუბა ჩემს ზარს უცდიდა ხოლმე და მეც ვუცდიდი, როდის მეტყოდნენ, დაურეკეო. მარინამ (საღარაძემ) უთხრა, ნანი დაგირეკავს და გინდა, რომ დაელაპარაკოო? ვერ ლაპარაკობდა და თვალებით ანიშნა, მინდაო და გაეღიმა.
მე მზად ვიყავი, მეგონა რომ დღეს უნდა მენახა და აი, ეს საშინელება მოხდა.“ - ამბობს ნანი ბრეგვაძე.
მისივე თქმით, ბუბა შვილებს ერთმანეთისგან არ არჩევდა.
„მარინა საღარაძეს, რომელიც ბუბას მეუღლის, ირა ქებაძის და გურამ საღარაძის საერთო შვილია, საკუთარ შვილად თვლიდა. ყოველთვის ამბობდა, მე მყავს ორი შვილი, მარინა და კოკა“, - იხსენებს ბრეგვაძე.