პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველასთვის ცნობილი ფაქტია ის, რომ ავტორ-შემსრულებელი, ნატო გელაშვილი ბორჯომელია. იქ დაიბადა-გაიზარდა და სკოლა იქ დაამთავრა. არის ბორჯომის საპატიო მოქალაქე.
ახლახან ნატომ თოვლიანი ბორჯომი მოინახულა და თავისი ბავშვობის ქალაქი ჩვენთან გაიხსენა.
ნატო გელაშვილი: - ჩემს ბავშვობაში ბორჯომში საოცრად თოვდა. იცით, რამხელა ფანტელებით თოვდა? დიდი ნაფლეთები ცვიოდა, შეიძლება ხელის გულზე არ დაგტეოდა. ახლა იქაც სანატრელია თოვლი. თუმცა აი, გათოვებულა.
ერთხელ, იმხელა თოვლი მოვიდა, ჩვენი ეზოს წინ ქუჩაში თოვლის გვირაბი გაიყვანეს. ჭრაჭუნა თოვლი იყო... ხალხი ვერ დადიოდა და გააკეთეს დიდი გვირაბი.
მიყვარს ჩემი ბორჯომი, რომელიც ჩემთვის ბუნებასთან და თოვლთან ასოცირდება. ამ ქალაქს მანქანა არ უხდება. ფეხით უნდა იხეტიალო.
მიყვარს ქვედა პარკი. ტაძრის გვერდზე პატარა სკვერია, მივდიოდი და იქ განვმარტოვდებოდი, ჩემთვის დავჯდებოდი...
ბორჯომში რომ ჩავდივარ, რაც ჩემები აღარ არიან, სახლში კი არ მივდივარ, პირდაპირ მათ საფლავზე ავდივარ. ვზივარ და ჩემს ძმას და მშობლებს იქ ვესაუბრები. იქიდან მთელი ბორჯომი ჩანს.