საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
ნატო გელაშვილმა ცოტა ხნის წინ კოვიდი გადაიტანა. თრომბის საშიშროების გამო, ავტორ-შემსრულებელი, სამკურნალობას, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ინფექციამ ძილი დაურღვია.
თუმცა განწყობას ინარჩუნებდა და მორალურად არ გატეხილა. კოვიდთან ბრძოლის დროს, ავტორ-შემსრულებელი ლექსებს წერდა და ლოცულობდა...
ნატო გელაშვილი: კოვიდმა მეხსიერება დამაკარგვინა. გარკვეული თარიღები არ მახსოვს. მეხსიერების ამოვარდნები მაქვს.
მქონდა თავბრუსხვევა, წონასწორობას ვერ ვიჭერდი. სულ მეშინოდა, რომ დავეცემოდი. სისუსტე კარგა ხანი გამყვა. მქონდა შინაგანი სიცივის შეგრძნება. ყნოსვა ახლაც დაკარგული მაქვს.
ხმაური არ მსიამოვნებს. ბევრ ხალხში, მომენტალურად, თავის ტკივილი მეწყება. თუ ხუთზე მეტი კაცია და მიდის ხმამაღალი საუბარი, ვხვდები, რომ დისკომფორტი მეწყება.
საერთოდ, დღისით დაწოლა არ მჩვევია, მაგრამ კოვიდის მერე, დიდი ხანი ისე სუსტად ვიყავი, ვწვებოდი.
ნერვული სისტემა დამიზიანა. მაგრამ გაძლიერებულ ლოცვაში ვიყავი და სასოწარკვეთა არ დამუფლებია. შიში არ მქონია, სიტყვა ვაიმე არ მითქვამს. ერთი ეგ იყო, ორგანიზმს ვერ ვიმორჩილებდი.
უფალს მადლობა, მე ლამაზი კორონა მყავდა. მითხრეს, როგორც ბატონებს, ამ ინფექციასაც უნდა მოეფეროო და სულ ვეფერებოდი.
საავადმყოფოში მკურნალობისას დავწერე ღმერთზე ლექსები.
სულ რომ დავიღვენთო...
სულ რომ დავიფერფლო...
სულ რომ გავქრე... ისე... უკვალოდ..
მაინც ვიტყვი..... ღირდა ჩემი დაბადება..
შენ რომ გამეცანი, უფალო.
***
რომც მიმატოვოს ყველამ მწყურვალი..წყალს, მომაპკურებს ჩემი უფალი...
რომც მიმატოვოს ყველამ, ეულიმიტევებას ვარ მაინც ჩვეული...
და ალიონზე ინათებს როცამთელი არსებით.. მწყურია ლოცვა ვნანობ...
ოდესღაც არ მქონდა მოცლა..თუმცა.. უფალმა.. უღირსიც მლოცა.