პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უცნობმა პირებმა თემურ წიკლაურის საფლავზე ქანდაკება დააზიანეს, ამის შესახებ ფეისბუკმომხმარებელი Nina Marji წერს და ფოტოებს აქვეყნებს
„როგორც ჩანს, ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!
მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს. ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი. გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო! რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი გაქვთ საერთოდ? - წერია მის მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური 2021 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად. ის კოჯორში, შვილის გვერდით არის დაკრძალული.