დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული გიორგი ყარალაშვილის შესახებ წერს.
იხილეთ პოსტი სრულად:
„დათოზე რომ დავწერე, მისამძიმრებდნენ, რა ახლო მეგობარი დაგიკარგავთო. მერე სოფიზე დავწერე და სოფი უფრო ახლო მეგობარი ყოფილა, რამხელა ტკივილიაო. მწარე სინამდვილე კი ის არის, რომ ჩვენ სამი უძვირფასესი მეგობარი დავკარგეთ… გიოს ყველაზე უფრო დიდხანს ვიცნობდი, მასთან უფრო ბევრი რამ მაკავშირებდა.
უამრავი რამ შემიძლია დავწერო და გავიხსენო, ყველგან, ყველგან ერთად ვიყავით, ფესტივალები იყო, მაჩხაანის თეატრის ამბები, არჩევნები თუ სტენსილები. ნელ-ნელა ადამიანური რესურსი მელეოდა და ვეღარ შევძელი გიოზე დაწერა, დღეს თავი მოვუყარე ამბებს, ჩემთვის ყველაზე საყვარელს ამ პოსტში გაგიზიარებთ და დანარჩენებს კომენტარებში, რომ იცოდეთ როგორი არის გიო.
ჰო ნამდვილად არის და იქნება იქამდე, სანამ მათი სახელებით კარგი საქმეების კეთებას არ მოვრჩებით,
ჰოდა ჩვენ ვფიქრობთ რომ არასდროს მოვრჩებით... გიო პირველად საფრანგეთში რომ ჩავიდა, ჰო სტრასბურგში ცხოვრობდა,
ჰოდა იქ რომ ჩავედი, ისე გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, თითქოს წლების უნახავები ვიყავით. ერთ საღამოს გერმანიაში გადავედი და რო გაიგო იქ ვიყავი, სიგარეტები გამომიყოლე, მანდ იაფიაო, მერე სიგარეტები რომ მივეცი, მეთქი არ მინდა ფული, რას იძახი. უცებ თვალები გაუბრწყინდა, აი ისე, როგორც გაუბრწყინდებოდა ხოლმე და იცით რა მითხრა? კაიო, მესმისო, ამ ფულს იმ სტუდენტებისთვის შევინახავ, აი თქვენ სულ რომ იძახით, ჩვენს შემდეგ ვისაც დასჭირდება განათლებაში მხარდაჭერა, იმათ რომ უნდა დავახმაროთო, ეხლა შენ მართლა ეს ფული დიდად არაფერში წაგადგება და მე სულ მემახსოვრება, რომ ჩემს შემდეგ თაობას მხარი დავუჭირო, რო ვიცი სტუდენტობა რა არის, საკუთარი შემოსავალი რომ მექნება, ჩემნაირ სტუდენტებს, ყველას მხარი უნდა დავუჭიროო.
ამ ამბავში არის არაფერი და თან ყველაფერი… ეს ფოტოც მე გადავუღე, მეთქი გიო, სორბონაში რო ჩააბარე, ჩვენც ჰო უნდა დავწეროთ შენზე. ბაააააააზარი არაა ქეთიო, ეგრევე ჩამოვიდა, მეთქი რამე ისეთი ფოტო გადავიღოთ რაა,
მთელმა მსოფლიომ ხო უნდა გაიგოს და შენით ხო უნდა ვიბლატაოთ. თვალები ისე აუბრჭყვიალდა, აი ამ ფოტოშიც ჰო ჩანს, უხაროდა ჩვენ რომ გვიხაროდა მისი წარმატება.
მე კი მართლა ძალიან მიხაროდა და ვამაყობდი ყველგან და ყველასთან. ნელ-ნელა მივხვდი, ალბათ მხოლოდ ისაა შესაძლებელი, ტკივილთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და გავიხსენოთ ისეთები, როგორებიც იყვნენ,
მუდმივად მოცინრები, გახარებულები, აბრჭყვიალებული თვალებით, ქიზიყური იუმორით და სიამაყით, იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაჰქონდათ და ყველგან გვასახელებდნენ. ბოლო გზაზე ვაცილებთ ამ ხუჭუჭა ბიჭს, ბიჭს ღიმილით სახეზე, ჭინკებით თვალებში და დიდი იმედებით გულში, ჰოდა ეს ბოლო გზა იყოს მათი სახელით კარგი ამბების დასაწყისი!”, – წერს ქეთი მოლაშვილი.
ასევე ნახეთ:
„ზაზას ერთი შვილი შოვში არ გაჰყვა, გოგონა თბილისში დარჩა...“ - რას წერს მესხის მეგობარი
"ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა..." - რამაზ დავლაძე
როდის აგრილდება საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
12 500 აბონენტს გაზმომარაგება 11 საათით შეუწყდება
„ვიღაცა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ვერ და არ გამოუვა...“ - ლენუკა ყიფშიძე