ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება - დავით ასათიანი

დავით ასათიანი

„რამდენჯერმე დავწერე და ყოველთვის დავწერ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს ანდა ვინც მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცის: როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები სამინისტროებსა და უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები. უკეთურება არ გვავიწყდება“ - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი.

ასათიანს თავისი პოზიციის გასამყარებლად სტატისტიკაც მოჰყავს. „დღეის მდგომარეიბით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება! პ.ს. ახლა ამას გინდა ასოციაციის მწვადი და შამფურის და გინდა კეცი-ჩალაღაჯის პოლიტიკა დაარქვით, სულ არ მაინტერესებს.“ - წერს ასათიანი.