1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2021 წელს საქართველოში 59,638 პირი გარდაიცვალა, რაც 2020 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 9,101-ით (+18%) აღემატება.
როგორც IDFI-ის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 1994-2020 წლებში ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი 46 ათასიდან - 51 ათასამდე მერყეობდა, შესაბამისად ბოლო 28 წლის განმავლობაში 2021 წელს გარდაიცვალა ყველაზე მეტი ადამიანი - 59,638.
„NCDC-ის მიერ მოწოდებული წინასწარი მონაცემებით 2021 წელს საქართველოში 59,638 პირი გარდაიცვალა, რაც 2020 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 9,101-ით (+18%) აღემატება.
1994-2020 წლებში ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი 46 ათასიდან - 51 ათასამდე მერყეობდა, შესაბამისად ბოლო 28 წლის განმავლობაში 2021 წელს გარდაიცვალა ყველაზე მეტი ადამიანი - 59,638.
გარდაცვალების მაჩვენებლის ასეთი რადიკალური ზრდა დაკავშირებული უნდა იყოს კორონავირუსის პანდემიასთან (ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით 2021 წელს გარდაიცვალა 11,298 ადამიანი).
2021 წლის დაზუსტებული სტატისტიკა, გარდაცვალების მიზეზების მიხედვით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდება 2022 წლის ივნისის თვეში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.