ბევრი გაჭირვება გამოიარა, მახსოვს ცივ ზამთარში დახეული ფეხსაცმელები ეცვა - მამა გიორგის მდგომარეობა გართულდა, ის აპარატზე შეაერთეს

მამაო

მამა გიორგი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, ექიმებმა აპარატზე შეაერთეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„გთხოვთ ყველამ ერთხელ მაინც მოიხსენიეთ მამა გიორგი, ის დღეს კოვიდს ებრძვის, აპარატზე გადაიყვანეს, ერთობლივი ლოცვა მთებს გადადგამს.

ეს არის ჩემი ერისკაცობის მოძღვარი, 18 სოფელს (უფრო მეტს თუ არა) ეს ერთი მღვდელი გვყავდა, მის ხელში გაზრდილი ვარ, წირვას რომ მორჩებოდა, ფოფოდიასთან ერთად სახლში გარბოდა, მაყვალი მოეკრიფათ და შემდეგ გაეყიდათ, რომ პროდუქტი ეყიდათ, ბევრი გაჭირვება გამოიარა მამაომ, შემდეგ მახსოვს ცივ ზამთარში დახეული ფეხსაცმელები, შემდეგ ერთი ქალბატონი იყო მერი, ის აგროვებდა მრევლში ფულს და ვყიდულობდით ფეხსაცმელს.

დღეს ჩემი მამაო კოვიდს ებრძვის და აპარატზე შეაერთეს, გთხოვთ მორწმუნე ხარ თუ არაა, ყველამ ერთხელ ვილოცოთ მამა გიორგის გამოსაჯანმრთელებლად, მართლა იშვიათობაა ასეთი მღვდელი“, - წერს მამა ნექტარიუს მჭედლიძე სოციალურ ქსელში.