ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის კინოთეატრში რესტავრირებული ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება გაიმართება

ჩავ

 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში, დღეს, 16:00 საათზე, რესტავრირებული ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება გაიმართება. სეანსზე წარმოდგენილი იქნება ხუთი ანიმაციური ფილმი, რომელიც აერთიანებს როგორც მეოცე საუკუნის, ისე თანამედროვე პერიოდის ნამუშევრებს.

კინოჩვენების ფარგლებში მაყურებელი იხილავს ეროვნულ არქივში დაცულ, ციფრულად რესტავრირებულ ფილმებს.