პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 2 ადამიანი.
მათ მედიკოსების დახმარება დასჭირდათ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მამაკაცს - მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
„ერთი, რომელიც სასწრაფოს მიერ არის შემოყვანილი, არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, აქვს შემავალი ჭრილობა თავისა და გულ-მკერდის არეში. ამ ეტაპისთვის, ჩატარებული აქვს კვლევები და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - აცხადებს ექიმი.