„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
წყალტუბოს სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი სამი არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანით დაჭრა.
ქალი ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
ქალს გულმკერდის და ზურგის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ერთი დაზიანება კი თავთან აქვს.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაზარალებული ქალის ინტერესებს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე იცავს.