თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა კაცი, რომელმაც რძალი არასრულწლოვნების თანდასწრებით დანით დაჭრა.
„პრაიმ ტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა.
ქალი ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.