ბანანი მალე რომ არ გაშავდეს და დალპეს... - ირაკლი არაბული შენახვის წესს გვასწავლის

ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, როგორ შევინახოთ ბანანი სწორად, რომ მალე არ გაშავდეს და დალპეს.

„იმისათვის, რომ ბანანი შევინახოთ სწორად, არ გაშავდეს და მალე არ დალპეს, როდესაც შევიძენთ და სახლში მოვიტანთ, აუცილებლად უნდა გავრეცხოთ კარგად, მოვაცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაბინძურება, რაც შეიძლება ჰქონდეს ზედაპირზე, ხოლო შემდეგ უნდა ავიღოთ სველი ხელსახოცი, წყალში დასველებული და ყუნწებზე კარგად შემოვახვიოთ.

ასეთ მდგომარეობაში შენახული ბანანი უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაძლებს, არ გაშავდება და არ გაფუჭდება.