,,ავტობუსების და მიკროავტობუსების 85% ტექინსპექტირებაზე არ ცხადდება" - დავით მესხიშვილი

ავტობუსი

ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა იზრდება, ტექსინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა კი იკლებს.

მისი თქმით, განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ისეთი ტრანსპორტი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს.

„დღეს ტექინსპექტირების მიმართულებით ევროდირექტივა დანერგილია 30%-ით და მისი შეჩერება ქმნის საფრთხეს, რომ რეფორმა ჩავარდეს და ეს პირველ რიგში, მიმართვიანობაზე აისახება. ავტომობილების რაოდენობა იზრდება, მიმართვიანობა კი იკლებს. ეს კი ქმნის საფრთხეს. მაგალითად, ავტობუსების და მიკროავტობუსების (რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ), მხოლოდ 15% გადის ტექინსპექტირებას. 85% არც კი ცხადდება ცენტრებში.

კვლევები აჩვენებს, რომ გზისპირა ინსპექტირება ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია კანონის აღსრულებისთვის, თუმცა ეს არ მუშაობს. ასევე ე.წ. ჭკვიანი კამერები - ხშირად კამერები პროგრამულად გაუმართავია და ამიტომ არ არის საკმარისი კანონის აღსრულების დონე, რაც დღეს გვაქვს“,- ამბობს დავით მესხიშვილი „პირველ არხის“ გადაცემაში.