დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტული მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევაა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა ტესტი შეესრულებინა.
„სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები - ამ დრომდე გვაქვს სულ 19 დაგვიანება. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
ასევე გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთილია და ორივე დარეგისტრირებული.
ძირითადი საგამოცდო სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს, თუმცა ის აბიტურიენტები, რომელთაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და შემდეგი კვირის განმავლობაში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს.
წელს დარეგისტრირებულია 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სხვა აპლიკანტებს - მასწავლებლობის მსურველებს, მასწავლებლებს, მაგისტრანტებს და ა.შ., ჯამში წელს 90 000 აპლიკანტი გვყავს“, - განაცხადა გორგოძემ.