„თითოეული ლარი მნიშვნელოვანია! გავერთიანდეთ!“ - 8 წლის დათის საზოგადოების თანადგომა სჭირდება

დათი

ბიჭუნა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, მკურნალობის შემდგომი ეტაპისთვის ისრაელში გადაჰყავთ. სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერი გამოქვეყნდა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მცირედი წვლილი შეიტანოს დათის კლინიკაში გადაყვანისთვის. 

„მეგობრებო, 8 წლის დათის თანადგომა სჭირდება. 31 მარტს, დათი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. დათი იბრძვის სიცოცხლისთვის. წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში მას 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ფეხის ამპუტაცია. მისი სრული რეაბილიტაციისთვის ისრაელის კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანაა აუცილებელი, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია!
გავერთიანდეთ დათისთვის!“

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა


TBC: #GE05TB7962745064300024


BOG: #GE90BG0000000101545483


#დათისთვის