პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოქალაქე ანი ჭიბოშვილს ფული მოპარეს. ის სოციალური ქსელით იმ ადამიანს მიმართა, ვინც ეს ჩაიდინა.
როგორც ანი ამბობს, მოპარული ფული ახლა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.
„გააზიარეთ, იქნებ სადმე მივაგნო და წაიკითხო, ვარკეთილში ატირებულ ბავშვს დედა რომ აწყნარებს და ამ დროს ჩანთიდან ფულს იპარავ, რა ოჯახში გაიზარდე, ვინ გაგზარდა? გიფიქრია როდისმე რისი თანხა შეიძლება ყოფილიყო? რამდენ ხანს ან რაში გამოიყენებ მაგ თანხას, რომელმაც შეიძლება მე დღეს ბინა დამაკარგინოს, პოლიცია თუ ვერ გიპოვის უფალი ხომ ხედავს? იქნებ ინამუსო და დააბრუნო, პატიმრის პატრონი ვარ, მარტოხელა დედა, თაღლითის მსხვერპლი რომლის გამოც შეიძლება ბინა დავკარგო და კიდევ ეს. სამართალი არ არსებობს? ასე რამ გაგაბოროტათ? თუ კითხულობ გთხოვ დააბრუნე თანხა მომწერე, გპირდები არსად არ დაგასმენ, ოღონდ ახლა ინამუსე“,- წერს ანი ჭიბოშვილი.