წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
მანანა ხუციძე, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობს. ათი წელია ოჯახი სოფლის ყოფილი საავადმყოფოს შენობაშია შესახლებული და მინიმალური საცხოვრებელი პირობები არ აქვს.
მანანა ხუციძე „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ წლებია, ცემენტის იატაკზე დაგებულ ლოგინში სძინავს, რადგან საწოლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.
„სახლი დაგვენგრა და აქ შემოგვასახლეს. წლებია, ცემენტზე მძინავს, საწოლში ბავშვები წვანან. საყოფაცხოვრებო ნივთებზე ლაპარაკი ზედმეტია, არაფერი გვაქვს. არც დამხმარე მყავს არავინ. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ყველაფერზე ვანაწილებ: შეშა, ბავშვების საჭმელი, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, ყველაფერი ამით უნდა შევიძინოთ“, - ამბობს ხუციძე.
ხუციძეების ოჯახს შენობაში მხოლოდ ორი ოთახი უკავია, რომელიც საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ფუნქციასაც ასრულებს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ პირობების შესაქმნელად არავითარი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რადგან სოციალური დახმარება ბავშვების საჭმელს ძლივს ჰყოფნის.
„გაზი არ გვაქვს, მხოლოდ ელექტროენერგიაა შემოყვანილი. საჭმელს ღუმელზე ვაკეთებ. ორი ოთახი გვაქვს და ყველაფრის ფუნქციას ასრულებს. ამ თანხით პირობების გამოსწორება შეუძლებელია. ნეტავ ის შევძლო, ბავშვები გამოვკვებო. არის შემთხვევები, როცა ჩემი შვილები მშივრები იძინებენ. 9 და 7 წლის არიან და არცერთი სათამაშო არ აქვთ. წლებია, არ ჰქონიათ“, - ჰყვება ხუციძე.
მარტოხელა დედის მონაყოლით ირკვევა, რომ ოჯახი მერიის სოციალურ პროგრამებში ჩართული არ არის, არ სარგებლობს, შეშის, კომუნალური გადასახადებისა და უფასო მედიკამენტების პროგრამებით.
„არცერთი პროგრამით არ ვსარგებლობ, თვალებზე სერიოზული პრობლემა მაქვს და სათვალის ფული არ მაქვს. ჩემს გოგონას ფეხები სტკივა, ექიმმა სპეციალური ფეხსაცმელი დაუნიშნა, მაგრამ 100 ლარი ღირს და სად შევწვდებით. სოციალურ ქსელში დახმარება ვითხოვე და ისე დამაბულინგეს, ხმას რაღა ამომაღებინებს. სოფელშიც კი არ შეხვდნენ ჩემს თხოვნას კარგად. არც სამუშაოა, რასაც შევძლებ, გავაკეთებ. იშვიათად, სახლების დალაგება გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ მუდმივი არაფერია“, - ამბობს მარტოხელა დედა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ ხუციძეების ოჯახის მდგომარეობას შეისწავლიან და მერიის სოციალურ პროგრამებში ჩართვისათვის, ყველა დოკუმენტის მოწესრიგებაში დაეხმარებიან.