გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა
1727951190
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მალე საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტური შტამი გახდება.
„მაგალითებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებიდან 2 კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ შტამი დომინანტური ხდება ყველგან. საქართველოშიც არსებული შემთხვევები გაორმაგდა ერთ დღეში და ასე ხდება ყველგან, ამიტომ ეს ძალიან სახიფათოა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 40%-ია მხოლოდ ვაქცინაციის მოცვა და უამრავი ადამიანი გვყავს აუცრელი, შეიძლება, მივიღოთ ისეთი ინფიცირების ციფრები, რომლებიც აქამდე არ დაფიქსირებულა. ტესტირებაა ძალიან ცოტა და სანამ ეს ტესტირება არ გაიზრდება, ვერანაირად ვერ გავიგებთ, რა არის რეალური მაჩვენებელი“, - აცხადებს ზაზა წერეთელი.