ართთაიმი - შვეიცარიული საათები და სხვა აქსესუარები საქართველოში

არტ

“Swiss made” არის ეტიკეტი, ან მარკირება, რომელიც აღნიშნავს, რომ პროდუქტი შვეიცარიის ტერიტორიაზეა დამზადებული. ეტიკეტი კანონითაა განსაზღვრული და  კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ ეს პრესტიჟული სტატუსი მიიღო.

საათების შემთხვევაში, “Swiss made watch” ტერმინი მხოლოდ გეოგრაფიულ  კუთვნილებას არ გამოხატავს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამუშავებულ და პრესტიჟულ პროდუქტის დასახასიათებლად გამოიყენება.

რამდენიმე უპირატესობა, რაც შვეიცარიულ საათს გააჩნია სხვა პროდუქტებთან შედარებით:

1. ოსტატობა - პირველ რიგში აღსანიშნია პროფესიონალი საათის მწარმოებლის მიერ შექმნილი მექანიზმი, რომლითაც გამოირჩევა შვეიცარიული საათი.

2. ხარისხიანი კომპონენტები - როდესაც ყიდულობთ საათს, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ნაწილებსა და პატარა დეტალებს, რომლებიც საათის შექმნისას გამოიყენება. შვეიცარიული საათები კი თავისთავად გულისხმობს უმაღლესი ხარისხის კომპონენტებს, რომლებიც საათის სრულყოფილად მუშაობას განაპირობებენ.

3. ექსპლუატაციის ვადა - ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც შეგიძლიათ მიიღოთ შვეიცარიული წარმოების მაჯის საათისგან, არის ის ფაქტი, რომ თავად საათი ათწლეულების განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს.

საქართველოში “Swiss made watch”-ს იმპორტს დიდი ხანია კომპანია “ართთაიმი” უდგას სათავეში. “ართთაიმი” 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ მოწინავეა ქართულ ბაზარზე. კომპანიამ თავიდანვე მიზნად დაისახა შვეიცარიული მაჯის საათი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის და მუდმივად ინარჩუნებს იგივე საცალო ფასს, რაც შვეიცარიაშია.

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ “Swatch”-ის ბუნების ხაზი COLORS OF NATURE, რომელიც ბუნებასთან უფრო გვაახლოებს. საათების კორპუსი, ბეზელი და გვირგვინი დამზადებულია უნიკალური ნაზავით: ორი მესამედი კერამიკისა და ერთი მესამედი ბიოპლასტიკით, რომელიც მიიღება აბუსალათინის ზეთისგან. მასალის გამოისობით მიიღება სრულყოფილი შედეგი - ერთის მხრივ მსუბუქი, სასიამოვნო ზედაპირის მქონე საათი და მეორეს მხრივ მტკიცე, მყარი ნაკეთობა, რომელიც იდეალურადაა დაცული ნაკაწრებისგან.

თუ ხელოვნებას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ აუცილებლად Swatch X Pompidou-ს საათებზე უნდა გააკეთოთ არჩევანი. Centre Pompidou-სთან კოლაბორაციის შემდეგ  ფრიდა კალოს, ამადეო მოდილიანის, რობერტ დელონეის, ვასილი კანდინსკისა და პიტ მონდრიანის მიერ შექმნილი შედევრები შეგიძლიათ მაჯაზე ატაროთ.

ან სხვა შვეიცარიული გიგანტის კოლექციას გადაავლეთ თვალი, მაგალითად  Tissot-ს. ეს ბრენდი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს საიმედო, ელეგანტურ და მარადიულ საათს. Tissot საათები ცნობილია თავისი ოსტატობით, სიზუსტით, გამძლეობითა და ხარისხით. ისინი ასევე ცნობილია მათი ინოვაციური მახასიათებლებით - ნაკაწრებისადმი მდგრადი საფირონის კრისტალი და მოწინავე მასალების გამოყენება, როგორიცაა ტიტანი.

მაღაზიათა ქსელში შეძენილ საათებს ორწლიანი საერთაშორისო გარანტია აქვთ მექანიზმზე, ხოლო ელემენტზე კი ერთწლიანი გარანტია ვრცელდება. გარანტია მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება ქარხნული წუნი, ან მექანიზმის დაზიანებულია.

„ართთაიმში” შეგიძლიათ ყველანაირ ბიუჯეტზე მორგებული საათები შეიძინოთ - იქნება ეს ბიუჯეტური შვეიცარიული საათები, რომლის ფასი 190 ლარიდან იწყება, თუ პრემიუმ კლასის ბრენდები.

„ართთაიმში” საათების გარდა, მომხმარებელს სამკაულებისა და სხვადასხვა აქსესუარების ფართო არჩევანი დახვდება. ჯამში მაღაზიებში 20 ცნობილი ბრენდის პროდუქცია დაგხვდებათ:

Swatch, Tissot, Balmain, Calvin Klein, Versace, Doxa, Victorinox, Maurice Lacroix, Flik Flak, Frederique Constant, Longines, , Versus, Vianna Brazil, Wenger. Novarese & Sannazzaro, Rado, Raymond Weil, TAG Heuer.

სწორად შერჩეული აქსესუარები: საყურეები, ბეჭდები და სამკაულები, იდეალურად ერგება ჩაცმულობას და მას სრულყოფილად აქცევს. აქსესუარები ხაზს უსვამენ ადამიანს ინდივიდუალურ სტილს და დამატებით ელეგანტურობას სძენენ მას.

„ართთაიმში” წარმოდგენილი თანამედროვე სტილისა და ექსტრავაგანტური დიზაინის მქონე სამკაულები ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას მოერგება - იქნება ეს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული და სვაროვსკის თვლებით მორთული საყურე, თუ “Swatch”-ის ფერადი, უდარდელი სულისკვეთების მქონე სამაჯური.

„ართთაიმი” 20 წელზე მეტია რაც სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას გვთავაზობს. კომპანია 8 ფილიალითაა წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. ხოლო “ართთაიმის” ვებ-საიტზე დაგხვდებათ ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი .