არც ღამე მეძინა და არ ვიცი ამ დროს რა უნდა გავაკეთო… ვერაფერში ვეხმარებით… - სტეფანე მღებრიშვილი უკრაინის მოვლენებზე

სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე წერს:

„აი ასე უმიზნებენ ეს არაადამიანები მშვენიერ, არაჩვეულებრივ ქვეყნებს და ჯიბეში უნდათ ჩაისვან, გაურკვეველი მიზეზის გამო… ტერიტორიებში იხრჩობიან და მაინც ახალი უნდათ , ძალაუფლების ჩვენება უნდათ….

ეს მსოფლიო ვერაფერში ვერ ეხმარება და ვაკვირდებით ასე შორიდან უსუსურად, გულის ტკივილით და ვერაფერში ვერ ვეხმარებით…

არც ღამე მეძინა და არ ვიცი ამ დროს რა უნდა გავაკეთო… მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მაგრად მახსენდება უმაგრესი ქვეყანა -უკრაინა, თავისი მაგარი ხალხით.

დიდება უკრაინას!

პ.ს: მესიჯ ბოქსია - თურმე ზელენსკი კლოუნია

ნეტა ეგეთი მამაცი კლოუნი ბევრ ქვეყანას ჰყავდეს!“,- წერს სტეფანე.