მომღერალი, სალომე ტეტიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768593127
კარნეგი ჰოლი არ არის მხოლოდ საკონცერტო დარბაზი - ეს არის ადგილი, სადაც ხელოვნება დროის საზღვრებს სცდება და მისი ისტორია იწერება. 1891 წელს გახსნილი ნიუ-იორკის ეს ლეგენდარული სივრცე საუკუნეზე მეტია გამორჩეულ არტისტებს მასპინძლობს, მათ, რომლებმაც ეპოქები შექმნეს.
კლასიკური მუსიკიდან ჯაზამდე, სოულიდან როკამდე - კარნეგი ჰოლში შესრულებული თითოეული კონცერტი კულტურულ მოვლენად იქცევა, რომელიც თაობებს აერთიანებს და დროს უძლებს.
სულ მალე, კარნეგი ჰოლის სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები წარდგება და ჩვენც გავხდებით მოვლენის მომსწრენი, რომელიც ქართულ ხელოვნებას მსოფლიო ისტორიის ნაწილად აქცევს. მუდმივი წინსვლისა და არგაჩერების პროცესში კი სუხიშვილების მთავარი სპონსორი კვლავაც საქართველოს ბანკია.
არტისტები, რომლებმაც კარნეგი ჰოლის სცენა ისტორიად აქციეს:
ბილი ჰოლიდეი
ყველა დროის ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. 1950-იან წლებში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში მისმა კონცერტებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჯაზის, როგორც მუსიკალური ჟანრის აღიარებას და დამკვიდრებას.
ლუი არმსტრონგი
არტისტი, რომელმაც ჯაზი მსოფლიო სცენაზე აიყვანა. მისი გამოსვლა კარნეგი ჰოლში ჟანრის გლობალური აღიარების სიმბოლოდ იქცა. კარნეგი ჰოლი იყო ის ისტორიული ადგილი, სადაც პოპულარული მუსიკა და მაღალი კულტურა ერთ სცენაზე შეხვდა ერთმანეთს.
ელა ფიცჯერალდი
ჯაზის კიდევ ერთი ლეგენდა. “მუსიკის პირველი ლედი”, რომელიც აუდიტორიას მისი უნაკლო ტექნიკით, თბილი ტემბრითა და ლეგენდარული იმპროვიზაციით აოცებდა. მისი გამოსვლები დღემდე ჯაზის ოსტატობის მაგალითად ითვლება.
არეტა ფრანკლინი
„სოულის დედოფალი”, თვრამეტი გრემის მფლობელი და ამერიკული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ძლიერი წარმომადგენელი. კარნეგი ჰოლის სცენაზე მან გოსპელის სულიერი ძალა, სოულის ემოციური სიღრმე და ქალის ხმა, როგორც თავისუფლების სიმბოლო, გააერთიანა. მისი შესრულებები კულტურულ მანიფესტად იქცა.
მარია კალასი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერალი. 1956 წელს კარნეგი ჰოლში გამართულმა მისმა ლეგენდარულმა რეციტალმა საოპერო დრამა და დაუფარავი ემოცია ერთ სივრცეში გააერთიანა. ეს იყო მომენტი, როცა საოპერო ხელოვნებამ საკონცერტო დარბაზის აუდიტორია მთლიანად მოაჯადოვა.
The Beatles
ბენდი, რომელმაც მუსიკის ისტორია შეცვალა. 1964 წელს, The Beatles-მა კარნეგი ჰოლში ორი ისტორიული კონცერტი გამართა. ეს გამოსვლები კულტურული გარდატეხის სიმბოლოდ იქცა. მომენტად, როცა როკ-მუსიკამ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი.
მაილს დევისი
არტისტი, რომელმაც ჯაზის განვითარებას ახალი მიმართულება მისცა. მისი გამოსვლები კარნეგი ჰოლში იმ ეპოქების გადაკვეთაზე იდგა, როცა მუსიკა მისივე გავლენით ფორმას იცვლიდა - ქულ ჯაზიდან მოდალურ, შემდგომ კი ავანგარდულ ექსპერიმენტებამდე. ყოველივე ეს კარნეგი ჰოლის სცენას ცოცხალ ლაბორატორიად აქცევდა, სადაც ახალი იდეები იბადებოდა და ჯაზი ახალ სახეს იძენდა.
კარნეგი ჰოლი ყოველთვის იყო სივრცე, სადაც მსოფლიო მუსიკის ლეგენდები იდგნენ. სწორედ ამ ისტორიულ სცენაზე მალე ქართული კულტურა წარდგება. სუხიშვილები კარნეგი ჰოლში - მოვლენა, რომელიც ქართულ ხელოვნებას მსოფლიო ისტორიის ნაწილად აქცევს.
ღონისძიების ორგანიზატორია Emolas Corporation,სუხიშვილების გენერალური სპონსორი კისაქართველოს ბანკია.
თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ და გიყვართ ქართული კულტურა, შემოუერთდით ემიგრანტების ჯგუფს, რომ მსგავსი დღეები ერთად აღვნიშნოთ!